Michael Sandel: Why we shouldn't trust markets with our civic life

Michael Sandel: Why we shouldn't trust markets with our civic life

SUBTITLE'S INFO:

Language: Georgian

Type: Human

Number of phrases: 279

Number of words: 1359

Number of symbols: 8962

DOWNLOAD SUBTITLES:

DOWNLOAD AUDIO AND VIDEO:

SUBTITLES:

Subtitles prepared by human
00:00
Translator: Mate Kobalia Reviewer: Levan Lashauri აი საკითხი, რომელიც ხელმეორედ უნდა გავიაზროთ: რა უნდა იყოს ფულის და ბაზრების როლი ჩვენს საზოგადოებებში? დღეს ძალიან ცოტა რამ არსებობს, რისი ყიდვაც ფულით არ შეიძლება. თუ თქვენ პატიმრობა მოგისაჯეს სანტა ბარბარაში, კალიფორნიაში, უნდა იცოდეთ, რომ თუ არ მოგწონთ სტანდარტული კამერა, შეგიძლიათ შეიძინოთ გაუმჯობესებული პირობები ეს მართალია. თქვენი აზრით, რამდენად? როგორ ფიქრობთ? ხუთასი დოლარი? ეს რიც-კარლტონი არაა. ეს ციხეა! 82 დოლარი ღამეში. 82 დოლარი ღამეში. თუ წახვალთ გასართობ პარკში და არ გსურთ გრძელ რიგში დგომა პოპულარული ატრაქციონებისთვის, ამჟამად არსებობს გამოსავალი. ბევრ პარკში შეგიძლიათ გადაიხადოთ დამატებით,
01:09
რომ რიგის თავში მოექცეთ. ისინი ამას სწრაფ გზას ან VIP ბილეთებს უწოდებენ. და ეს მხოლოდ გასართობ პარკებში არ ხდება. ვაშინგტონში ხანდახან გრძელი რიგებია კონგრესის განხილვების დროს. ამჟამად ზოგიერთს არ მოსწონს გრძელ რიგში დგომა, შესაძლებელია მთელი ღამე, წვიმაში. ამიტომ ახლა ლობისტებისთვის, სხვებისთვის, ვისაც უნდა ამ განხილვებზე დასწრება, მაგრამ არ სურთ ლოდინი, არსებობს კომპანიები, რიგში დგომის კომპანიები, რომელთაც შეგიძლიათ მიმართოთ. შეგიძლიათ გადაუხადოთ გარკვეული თანხა, ისინი კი ქირაობენ უსახლკაროებს და მათ, ვისაც სამსახური სჭირდება, რათა ისინი დადგნენ რიგში იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, ლობისტი კი სწორედ განხილვამდე დაიკავებს რიგის თავში საკუთარ ადგილს. ანაზღაურებადი რიგში დგომა. საბაზრო მექანიზმების, საბაზრო აზროვნების, საბაზრო გადაწყვეტების გამოყენება,
02:10
უფრო დიდ მასშტაბშიც ხდება. დააკვირდით ჩვენს ომებს. იცოდით, რომ ერაყში და ავღანეთში უფრო მეტი კერძო სამხედრო კონტრაქტორია, ვიდრე ამერიკის სამხედრო? ეს არ ხდება იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა საჯარო განხილვები იმაზე, ნამდვილად გვინდა თუ არა მოვახდინოთ ომის აუთსორსინგი კერძო კომპანიებზე, არამედ ეს არის ის რეალობა, რაც მოხდა. 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვიცხოვრეთ მშვიდ რევოლუციაში. ჩვენ თითქმის შეუმჩნევლად გადავედით საბაზრო ეკონომიკიდან საბაზრო საზოგადოებაზე. აი განსხვავება: საბაზრო ეკონომიკა საშუალებაა, ძვირფასი და ეფექტური საშუალება, პროდუქტიული აქტივობების ორგანიზებისთვის; მაშინ როცა საბაზრო საზოგადოება არის ადგილი, სადაც თითქმის ყველაფერი იყიდება.
03:10
ეს ცხოვრების წესია, სადაც საბაზრო აზროვნება და საბაზრო ღირებულებები იწყებს დომინირებას ცხოვრების ყველა ასპექტზე: პირადი ურთიერთობები, ოჯახი, ჯანმრთელობა, განათლება, პოლიტიკა, კანონი, სამოქალაქო ცხოვრება. რატომ ვიდარდოთ იმაზე, რომ საბაზრო საზოგადოება ვხდებით? ვფიქრობ, ორი მიზეზის გამო. პირველი, უთანასწორობაა. რაც უფრო მეტი რაღაცის ყიდვა შეუძლია ფულს, მით მეტად კრიტიკული ხდება, მისი ქონა არ ქონის საკითხი. ფულს რომ მხოლოდ იმის განსაზღვრა შეეძლოს, თუ ვის ექნება წვდომა იახტებზე, მოდურ დასვენებებზე, BMW-ებზე, მაშინ უთანასწორობას დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა. მაგრამ, როცა ფული გადამწყვეტი ფაქტორი ხდება იმისა, თუ ვის ექნება წვდომა კარგი ცხოვრებისთვის აუცილებელ საჭიროებებზე:
04:12
რიგიანი ჯანდაცვა, წვდომა საუკეთესო განათლებაზე, პოლიტიკური ხმა და ზეგავლენა კამპანიაზე... როცა ფული განკარგავს ამ ყველაფერს, უთანასწორობა მწვავეა. ამიტომ ყველაფრის მარკეტიზაცია, წაწვეტებულს ხდის უთანასწორობის ნესტარს და მის სოციალურ, სამოქალაქო შედეგს. ეს შფოთვის ერთი მიზეზია. გარდა უთანასწორობაზე დარდისა, არსებობს მეორე მიზეზი და აი ისიც: ზოგიერთ სოციალურ საქონელთან და წეს–ჩვეულებასთან მიმართებაში, როცა საბაზრო აზროვნება და საბაზრო ღირებულებები შემოდის საქმეში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მათი ცვლილება და განდევნოს ის დამოკიდებულებები, ნორმები, რომლეთა გაფრთხილებაც ნამდვილად ღირს. მსურს მოვიყვანო საკამათო მაგალითი საბაზრო მექანიზმის გამოყენებისა: ესაა ფულადი სტიმული და მოდი ვნახოთ, თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით.
05:15
ბევრი სკოლა განიცდის სირთულეს, რომ მოტივაცია მისცენ ბავშვებს, განსაკუთრებით პატარებს ღარიბი ოჯახებიდან, რომ მათ კარგად ისწავლონ და წარმატებულები იყვნენ სკოლაში. ზოგიერთმა ეკონომისტმა შემოგვთავაზა ამ საკითხის საბაზრო გადაწყვეტა: ფულადი სტიმული ბავშვებს, კარგი ნიშნების მისაღებად, ან მაღალი ქულებისთვის ტესტში, ან წიგნების წაკითხვისთვის. ეს მიდგომა გამოცადეს კიდევაც. ჩატარდა ექსპერიმენტები ამერიკის რამოდენიმე მთავარ ქალაქში. ნიუ იორკში, ჩიკაგოში, ვაშინგტონში. მათ შესთავაზეს ბავშვებს 50$ A ქულის მიღების შემთხვევაში, 35$ B–სთვის. დალასში, ტეხასში, პროგრამა სთავაზობს 8 წლის ბავშვებს 2$–ს თითო წაკითხულ წიგნში. შედეგად – ზოგი ამის მომხრეა, ზოგი კიდევ ეწინააღმდეგება ამ მიდგომას მიღწევის მოტივირებისთვის. მოდით ვნახოთ რას ფიქრობთ აქ მყოფი ხალხი. წარმოიდგინეთ, რომ ხართ მთავარი სასკოლო სისტემის ხელმძღვანელი
06:19
და ვიღაც მოდის თქვენთან ამ შემოთავაზებით. დავუშვათ ეს არის ფონდი, რომელიც ჩადებს თანხებს პროექტში. ანუ თქვენ არ მოგიწევთ ბიუჯეტის ხარჯვა. რამდენი დასთანხმდებოდით და რამდენი არ დაინტერესდებოდით შემოთავაზებით? აბა დამანახეთ ხელები. პირველი, რამდენი თქვენგანი ფიქრობთ რომ შეიძლება ამის ცდა, რათა ვნახოთ გაამართლებს თუ არა? აიწიეთ ხელი. და რამდენი იქნებით წინააღმდეგი? მოკლედ, უმრავლესობა აქ მყოფი წინააღმდეგია, მაგრამ მნიშვნელოვანი უმცირესობა მომხრეა. მოდი გავმართოთ დისკუსია. დავიწყოთ იდეის მოწინააღმდეგეებით, რომლებიც საცდელადაც კი არ ჩაატარებდნენ. რა არის თქვენი არგუმენტი? ვინ დაიწყებს დისკუსიას? დიახ? ჰმ: გამარჯობა ყველას, მე ვარ ჰაიკა და მე ვფიქრობ, რომ ეს კლავს შინაგან მოტივაციას; ბავშვებთან მიმართებაში, თუ მათ უყვართ კითხვა, თქვენ ართმევთ ამ სტიმულს ფულის გადახდით, შესაბამისად ეს ცვლის ქცევას. მს: ართმევს შინაგან მოტივაციას.
07:21
რა არის, ან რა უნდა იყოს შინაგანი მოტივაცია? ჰმ: შინაგანი მოტივაცია უნდა იყოს სწავლა. მს: სწავლა. ჰმ: რომ გაიცნო სამყარო. და თუ შეწყვეტთ გადახდას, რა მოხდება შემდეგ? შემდეგ ისინი შეწყვეტენ კითხვას? მს: მოდი ვნახოთ მომხრეების აზრი, რომელი ფიქრობთ, რომ ცდა კარგი იდეაა? ელ: მე ვარ ელიზაბეთ ლოფთუსი თქვენ თქვით რომ ცდა ღირს, მაშ რატომ არ ვცადოთ და ჩავატაროთ ექსპერიმენტი და გავზომოთ რაღაცეები? მს: და გავზომოთ... და რას გაზომავდით? თქვენ გაზომავდით რამდენი... ელ: რამდენი წიგნი წაიკითხეს მათ და რამდენის კითხვა განაგრძეს, მას შემდეგ რაც აღარ გადაუხადეთ. მს: ოჰ, მას შემდეგ რაც აღარ გადაუხადეთ. კარგით, რას იტყვით? ჰმ: გულახდილად, არავის ეწყინოს, მაგრამ ვფიქრობ ეს არის ამერიკული აზროვნება. (სიცილი)(აპლოდისმენტები) მს: კარგით; რაც გამოჩნდა ამ დისკუსიიდან
08:21
არის შემდეგი კითხვა: ფულადი სტიმული გააქრობს, გარყვნის, განდევნის უმაღლეს მოტივაციას, შინაგან გაკვეთილს, რომლის მიწოდებაც გვსურს როც არის ის, რომ ისწავლო სწავლის სიყვარული და რომ იკითხო საკუთარი თავისთვის? და ადამიანები ვერ თანხმდებიან თუ რა ეფექტი ექნება ამ ყველაფერს, მაგრამ ეჭვის საფუძველს ქმნის ის, რომ რაღაცნაირად საბაზრო მექანიზმი, ან ფულადი სტიმული იძლევა ცუდ გაკვეთილს; და თუ ეს მართლა ასეა, რა ბედი ეწევათ ამ ბავშვებს მოგვიანებით? მე უნდა გითხრათ რა მოხდა მსგავს ექსპერიმენტებში. ფულს მაღალი ქულებისთვის ჰქონდა შერეული შედეგები, უმეტესმა ნაწილმა არ გამოიწვია ქულების ამაღლება. ორმა დოლარმა თითო წაკითხულ წიგნზე, ნამდვილად უბიძგა პატარებს წაეკითხათ მეტი წიგნი და ასევე წაეკითხათ მცირე მოცულობის წიგნები. (სიცილი)
09:22
მაგრამ რეალური შეკითხვა არის, თუ როგორები იქნებიან ეს ბავშვები მოგვიანებით? ისწავლეს მათ, რომ კითხვა რუტინაა სამუშაოს ნაწილი, რომელიც უნდა შეასრულო ანაზღაურებისთვის, ან იქნებ ამან უბიძგოს მათ წაიკითხონ დასაწყისში არასწორი მიზეზით, მაგრამ მოგვიანებით შეუყვარდეთ კითხვა? ეს მოკლე დებატებიც კი წამოჭრის იმ საკითხს, რასაც ბევრი ეკონომისტი უგულებელყოფს. ეკონომისტებს ხშირად მიაჩნიათ, რომ ბაზრები ინერტულია. რომ ისინი არ ეხებიან/აფუჭებენ საქონელს, რომელსაც ისინი ცვლიან. მათი აზრით საბაზრო გაცვლა–გამოცვლა, არ ცვლის გადაცვლილი საქონლის მნიშვნელობას და ღირებულებას. შეიძლება ეს მართალი იყოს, თუ ჩვენ ვსაუბრობთ მატერიალურ საქონელზე. თუ მომყიდით ბრტყელეკრანიან ტელევიზორს, ან მაჩუქებთ მას, ეს იქნება ერთი და იგივე საქონელი. ის ორივე შემთხვევაში ერთანირად იმუშავებს. მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს ასე, თუ ვსაუბრობთ არამატერიალურ საქონელზე
10:23
და სოციალურ წესებზე, როგორებიცაა სწავლება და სწავლა; ან სამოქალაქო ცხოვრებაში ერთიან ჩაბმაზე. ამ სფეროებში საბაზრო მექანიზმმა და ფულადმა სტიმულმა შეიძლება დააქვეითოს, ან გააძევოს ის არასაბაზრო ღირებულებები და დამოკიდებულებები, რომელთა გაფრთხილება მნიშვნელოვანია. როცა ვხედავთ, რომ ბაზრების და კომერციის მატერიალური სფეროს მიღმა გავრცელებამ, შეიძლება შეცვალოს საქონლის ნიშან–თვისებები, შეიძლება შეცვალოს სოციალური ჩვევების მნიშვნელობა, როგორც სწავლება სწავლის მაგალითში ვახსენეთ, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, თუ სად არის ბაზრების ადგილი და სად არა. სად შეიძლება მათ შეასუსტონ ღირებულებები, დამოკიდებულებები, რომელთა გაფრთხილებაც საჭიროა. მაგრამ რომ გავმართოთ დისკუსია, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაშიც მოვიკოჭლებთ,
11:24
და ესაა ერთიანი საჯარო მსჯელობა ღირებულებაზე და სოციალური წესების მნიშვნელობაზე, რომელთაც დიდად ვაფასებთ. დაწყებული ჩვენი სხეულებიდან, საოჯახო ცხოვრებამდე, პირად ურთიერთობებამდე, ჯანმრთელობამდე სწავლებამდე და სწავლამდე, სამოქალაქო ცხოვრებამდე. ამჟამად ეს გახლავთ საკამათო საკითხები და ჩვენ ვცდილობთ მათთვის თავის არიდებას. მართლაც, სამი ათწლეულის განმავლობაში, როცა საბაზრო ლოგიკამ და აზროვნებამ გააერთიანა ძალები და მოიპოვა პრესტიჟი, ჩვენი საზოგადოებრივი მსჯელობა ამ დროის განმავლობაში დაცარიელდა, მას გამოეცალა მორალური მნიშვნელობა. აზრთა სხვადასხვაობის შიშის გამო, ჩვენ გავურბივართ ამ საკითხებს. მაგრამ როცა ვხედავთ, რომ ბაზრებმა შეცვალეს საქონლის თვისება, ჩვენ უნდა განვიხილოთ ერთმანეთში ეს სერიოზული საკითხები, თუ როგორ შევაფასოთ საქონელი.
12:25
ერთ–ერთი მწვავე ეფექტი, ყველაფერზე ფასის დადებისა არის ერთიანობის დაფასება, განცდა, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ამ ამბავში. მზარდი უთანასწორობის ფონზე, ცხოვრების ყველა ასპექტის საბაზრო კანონებზე მორგება, ხელს უწყობს გარემოებას, სადაც მდიდრები და ღარიბები უფრო და უფრო განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობენ. ჩვენ განსხვავებულ ადგილებში ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, ვყიდულობთ, ვთამაშობთ. ჩვენი ბავშვები სხვადასხვა სკოლებში დადიან. ეს არ არის კარგი დემოკრატიისთვის და ასევე არ წარმოადგენს დამაკმაყოფილებელ ცხოვრების სტილს, იმათთვისაც კი, ვისაც შესაძლებლობა აქვს იყიდოს საკუთარი ბილეთი რიგის დასაწყისში. აი რატომაც, დემოკრატია არ ითხოვს იდეალურ თანასწორობას, არამედ ის ითხოვს მოქალაქეების მიერ გაზიარებულ თანაცხოვრებას.
13:28
მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა სოციალური წარმომავლობის და ფენის ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან ჩვეულებრივი ცხოვრების გზაზე; რადგან ეს არის ის, რაც გვასწავლის შეთანხმებას და განსხვავებების მიღებას. ეს არის ის, რატომაც ვიწყებთ საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვას. და ბოლოს, ბაზრების საკითხი არ წარმოადგენს ძირითადად ეკონომიკურ საკითხს. ეს არის საკითხი იმაზე, თუ როგორ გვსურს ერთად ცხოვრება. გვინდა საზოგადოება, სადაც ყველაფერი იყიდება, თუ არსებობს გარკვეული მორალური და სამოქალაქო საქონელი, რომელსაც ბაზრები არ ითვალისწინებენ და რომლის ყიდვაც ფულს არ შეუძლია? დიდი მადლობა. (აპლოდისმენტები)

DOWNLOAD SUBTITLES: